logo
ENG



"მადლობელი ვარ თურქეთის უკრაინისადმი საიმედო მხარდაჭერისთვის" - ზელენსკი ერდოღანს შეხვდა

08 მარ 202423:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/syd9rv5aj94h4eg.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"პრეზიდენტ ერდოღანს შევხვდი. მადლობელი ვარ თურქეთის უკრაინისადმი საიმედო მხარდაჭერისთვის. ჩვენი ორივე ქვეყანა, მთელი რეგიონი და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება მოითხოვს შავ ზღვაში ნაოსნობის უპირობო უსაფრთხოებას. ჩვენ შეგვიძლია ამას ერთად მუშაობით მივაღწიოთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ თურქულ თავდაცვის კომპანიებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებით. ჩვენ ასევე ვითხოვთ თურქეთის დახმარებას ჩვენი სამხედრო ტყვეების და მთელი ჩვენი ხალხის, მათ შორის ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან", - წერს ზელენსკი.

ბოლო ვიზიტისას, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ თურქული მხარის შუამავლობით უკრაინაში აზოვის პოლკის 5 მეთაური, მარიუპოლის მცველები დააბრუნა.  

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში დღეს ჩავიდა. მან თურქეთში ვიზიტი გემთმშენებელი ქარხნის დათვალიერებით დაიწყო, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებისთვის სამხედრო გემებს ამზადებენ.


close დახურვა